|
2026-05-09 09:32:07, 3776 ნახვა
პოლიტიკა
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
„მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში, ან იმ ფაქტს, რომ წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ათობით შემთხვევა ეფექტური გამოძიების გარეშე რჩება." - ამის შესახებ, საქართველოში ხუთი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის დაკავებისა და 2024 წელს ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე დამსწრე სამ პირზე თავდასხმების გამო ბრალდების წაყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საპასუხოდ, Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილემ, დენის კრივოშეევმა განაცხადა:
მისი შეფასებით, „გენერალური პროკურორის გამოძიება უნდა გავრცელდეს ყველა იმ პირზე, ვინც ეჭვმიტანილია პასუხისმგებლობაში, მათ შორის მათზე, ვინც გასცა ბრძანებები და ვინც არ შეასრულა ადამიანის უფლებების დარღვევის თავიდან აცილების მოვალეობა. დენის კრივოშევი აცხადებს, რომ აუცილებელია, ანგარიშვალდებულება იყოს მთელი სარდლობის ჯაჭვის მასშტაბით და პოლიციის უკანონო ქმედებების ყველა დაფიქსირებული შემთხვევისთვის.“
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)