09:49 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-15 13:53:55, 1899 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა

„ძალიან პოზიტიურად აღქმული და მიღებული, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც ვენეციის კომისიამ გაგვიზიარა, ფაქტობრივად, სრულად არის გათვალისწინებული და საბოლოო ცვლილებებში აისახება",- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისა და ვენეციის კომისიის დელეგაციის შეხვედრის შემდეგ განუცხადა. 

ჯოზეფ მარია კასტელა ანდრეუსთან და ზია კაგა ტანიართან გამართულ შეხვედრაზე საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობა განიხილეს და იმ ცვლილებებზე იმსჯელეს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით მარტში უყრის კენჭს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ვენეციის კომისიის ექსპერტების მოკლევადიანი ვიზიტი ბოლო ცვლილებების შესახებ მოსაზრებების გაცვლას ემსახურება.

„ვენეციის კომისია სრულად არის ჩართული საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში და მისი დაწყების ეტაპიდან დასასრულამდე  ძალიან აქტიურ მონაწილეობას იღებს. ჩვენ ვენეციის კომისიას გავუგზავნეთ ბოლო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებული ვერსია, რომელიც ძირითად ტექსტში სწორედ მათი რეკომენდაციების ასახვას ემსახურებოდა. ეს არის საკმაოდ მოკლევადიანი ვიზიტი, რომელიც ამ ცვლილებების თაობაზე ერთმანეთში მოსაზრებების კიდევ ერთხელ გაცვლას ემსახურება. რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიურად აღქმული და მიღებული, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც ვენეციის კომისიამ გაგვიზიარა, ფაქტობრივად, სრულად არის გათვალისწინებული და უკვე საბოლოო ცვლილებებში აისახება",- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისია, სავარაუდოდ, მოამზადებს დოკუმენტსაც.

„გარკვეული მოკლე დოკუმენტი, ალბათ, მომზადდება ვენეციის კომისიის მიერ დასასრულ ეტაპზე,  მარტის შუა რიცხვებში. ველოდებით მოკლე და პოზიტიურ შეფასებას იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა შეასრულა თავისი პირობა და ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში გამოთქმული რეკომენდაციები  ცვლილებების ძირითად ტექსტში ასახა",- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ის ცვლილებები, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით მარტის მეორე ნახევარში განიხილავს, სრულყოფს ძირითად ცვლილებებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან მათ სრულ შესაბამისობას უზრუნველყოფს.

ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრის,  ჯოზეფ მარია კასტელა ანდრეუს თქმით, საქართველოში ვიზიტი ბოლო ცვლილებების შესახებ მოსაზრებების გაზიარებაა.

„ჩვენ თავიდან არ ვხსნით დისკუსიას. ჩვენი ვიზიტის მიზანია, შევიტყოთ, რა მდგომარეობაში იმყოფება ამ ეტაპზე ცვლილებები და ამის  შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ინფორმაცია მოგვაწოდა",- განაცხადა ჯოზეფ მარია კასტელა ანდრეუმ.

ისივე თქმით, მომზადებულ ანგარიშს  ვენეციის კომისია პლენარულ სხდომაზე, 16-17 მარტს განიხილავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics