08:00 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-15 12:38:50, 2382 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: ნიდერლანდები სამოთხეა, აქ ჟურნალისტების გარდა ფეხდაფეხ არავინ დამყვება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ნიდერლანდებში თავს კარგად გრძნობს.

როგორც სააკაშვილმა De Telegraaf-ს განუცხადა, უკრაინაში ყოფნის დროს მას მუდმივად დევნიდნენ.

"რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინაში უშიშროების სამსახური მდევნიდა. სპეცრაზმმა ქვეყნიდა გამაძება როგორც საშიში ტერორისტი. რამდენჯერმა ჩემთან ჩემოიჭრნენ და დამაკავეს. ეს ხდებოდა როგორც დილით ადრე, ასევე გვიან ღამით. რა თქმა უნდა, ნიდერლანდები ჩემთვის სამოთხეა. განსხვავება ძალიან დიდია. დღეს დილიდან თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, რადგან ვხდები, რომ ჟურნალისტების გარდა ფეხდაფეხ არავინ დამყვება", - განაცხადა ყოფილმა გუბერნატორმა.

კითხვაზე - გააგრძელებს თუ არა სააკაშვილი უკრაინისა და საქართველოსთვის ბრძოლას, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მისი გული ყოველთის იქ არის.

"რა თქმა უნდა ჩემი გული ყოველთვის იქ არის, უკრაინას აქვს შესანიშნავი პოტენციალი, შესანიშნავი ხალხი, ბრწყინვალე მომავალი, თუმცა ჰყავს ძალიან ცუდი ხელისუფლება. ჩვენ მათ მშვიდობიანი გზით მოვიშორებთ. ამას უკრაინელი ხალხი გააკეთებს. ფორმალურად მე ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებ, ვინაიდან პასპორტის გარეშე არჩევნებში მონაწილეობა არ შემიძლია, მაგრამ ვრჩები ჩემი პრინციპების ერთგული", - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics