2018-02-13 18:30:41, 2428 ნახვა
პოლიტიკა
ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 3 კვირით გადაიდო
ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 3 კვირით გადაიდო.
მიზეზი დეტალების დაზუსტებაა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პოზიციების შესაჯერებლად დრო სჭირდებათ.
ოპოზიციონერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას აჭიანურებს:
„სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ფეხს ითრევს, რომ გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ მიმართულებით, რაც აუცილებელია, თუნდაც იმისათვის, რომ დაიწყოს შესაბამისი ჯანდაცვისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები ნარკომომხმარებლებისთვის“,-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ავტორი: ,