03:49 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-01 14:23:18, 2389 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში ISIS-ის ტერორისტი მოკლეს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე ტერაქტს გეგმავდა

ნიჟნი-ნოვგოროდში რუსულმა სპეცსამსახურებმა "ისლამური სახელმწიფოს" წევრი მოკლეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული პირი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდა.

მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი დაკავების დროს შეიარაღებული იყო და სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც მისი ლიკვიდირება განხორციელდა.

ტერორისტის სახლის ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა მძლავრი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ახალი ბომბების დასამზადებელი კომპონენტები, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს გაიმართება.         









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics