03:48 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-30 17:26:18, 2675 ნახვა

მსოფლიო
ინდოეთში 8 თვის ბავშვი ბიძაშვილმა გააუპატიურა

ინდოეთის დედაქალაქ დელიში 8 თვის ჩვილი საკუთარმა ბიძაშვილმა გააუპატიურა. BBC-ის  ინფორმაციით, 8 თვის გოგონა საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

სამართალდამცველებმა მედიას განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მათ 28 წლის ბრალდებული დააკავეს.

„ქალთა კომისიის“ თავმჯდომარემ სვატი მალივალმა დაზარალებული ჩვილი საავადმყოფოში მოინახულა და განაცხადა, რომ ის „საშინელ“ მდგომარეობაშია.

„გოგონა საავადმყოფოში ინტენსიური ზრუნვის ქვეშ იმყოფება, შინაგანი ორგანოები კი საშინლად დაზიანებული აქვს“,- განაცხადა მალივალმა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი კვირას მოხდა, თუმცა მედიისთვის ცნობილი ორშაბათს გახდა. 

უფლებადამცველთა ნაწილი პრემიერმინისტრს მიმართავს და პედოფილიის დანაშაულის გამო, კანონის გამკაცრებას მოითხოვს. 

მსგავსი საზარელი შემთხვევა 2016 წელსაც მოხდა, როდესაც მეზობელმა დედის გვერდით მწოლიარე 11 თვის ბავშვი გაიტაცა და გააუპატიურა, 2015 წელს კი გაუპატიურების მსხვერპლი 3 თვის ჩვილი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთში ბავშვების და ქალების გაუპატიურების სტატისტიკა ძალიან მაღალია. ქვეყანაში, ყოველ 26 წუთში, ერთ არასრულწლოვანს აუპატიურებენ და  2016 წლიდან დღემდე 19,765 ბავშვი გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics