01:06 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-23 12:59:33, 2569 ნახვა

მსოფლიო
ჰანოვერის აეროპორტში ქურთ დემონსტრანტებსა და თურქ მგზავრებს შორის ჩხუბი მოხდა

გერმანიაში, ჰანოვერის აეროპორტში ქურთ დემონსტრანტებსა და თურქ  მგზავრებს შორის ჩხუბი მოხდა. 

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაპირისპირებისას 2 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, აეროპორტში ქურთებმა სირიაში თურქეთის საომარი მოქმედებების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.  აქციაზე თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის წინააღმდეგ განცხადებები გაკეთდა. ამის გამო თურქი მგზავრები, რომლებიც სტამბოლის რეისს ელოდებოდნენ, დემონსტრანტებს თავს დაესხნენ.

წინასწარი ინფორმაციით, ჩხუბში დაახლოებით 180 ადამიანი მონაწილეობდა. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

რეისი რომელიც სტამბოლში უნდა გამგზავრებულიყო, რამდენიმე საათით გადაიდო.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics