23:36 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-18 17:57:10, 2612 ნახვა

მსოფლიო
თურქეთმა სირიის საზღვართან საკუთარი არმია საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა

თურქეთმა საკუთარი არმია სირიის საზღვართან მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა.

„რია ნოვოსტის“ ცნობით,  შესაბამის განკარგულება თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მიერ არის გაცემული და ამის მიზეზი სირიაში, აფრინში შესაძლო ოპერაციის ჩატარებაა.

მედიის ინფორმაციით, ვითარება აფრინში თურქეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის კვლავ საფრთხეს წარმოადგენს. „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ტერორისტები, რომლებიც თურქეთის სამხრეთ, ამანოსის რაიონში აქტიურობენ, მხარდაჭერას აფრინიდან იღებენ, რომელიც ამავე პარტიის მიერ ფინანსდებიან,

აფრინში შესაძლო სამხედრო ოპერაციის ჩატარების საკითხი ანკარას დღის წესრიგში რჩება. ჰათაის პროვინციაში, სირიის მოსაზღვრე ჰასასა და ქირიხანის რაიონებში ტანკებია შეყვანილი.

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეთაურობით თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა ჩატარდა. გამოქვეყნებულ განცხადებაშინათქვამია, რომ თურქეთი არ დაუშვებს მის საზღვრებთან ტერორისტების მიერ კონტროლირებადი ზონების შექმნას და ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს ამის თავიდან ასაცილებლად.

თურქეთის პრემიერ მინისტრმა ბეკირ ბოზდაგმა განხადა,  რომ ოპერაციის თაობაზე.  თურქეთი აქტიურად თანამშრომლობს მოსკოვთან და ვაშინგტონთან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics