22:17 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-11 19:12:46, 3027 ნახვა

მსოფლიო
პაკისტანში დაკარგული 7 წლის ზაინაბი ნაგავსაყრელზე იპოვეს - ბავშვი გაუპატიურებული და გაგუდულია

რამდენიმე დღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ,  დაკარგული 7 წლის ზაინაბი ნაგავსაყრელზე იპოვეს. ბავშვი ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი, გაგუდეს.

ამ შემზარავ ფაქტს მსოფლიო მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომხდარის გამო პაკისტანში საპროტესტო აქციებიც გაიმართა. აქციის დროს ორი მომიტინგე პოლიციასთან შეტაკებას ემსხვერპლა.

მოსახლეობა დამნაშავის დასჯას მოითხოვს. დემონსტრანტები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება მოძალადეს ხელს აფარებს.

BBC-იმ გაავრცელა ქუჩის სათვალთვალო ვიდეოკამერით გადაღებული კადრები, რომელზეც ზაინაბი უცნობ კაცთან (სავარაუდო ეჭვმიტანილთან) ერთად მიდის.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ბოლო ორი წლის განმავლობაში 12 იდენტური  შემთხვევა დაფიქსირდა. მათივე ინფორმაციით, თორმეტიდან ხუთ შემთხვევაში, ძიების კვალი ერთ დამნაშავემდე მიდის. ქვეყნის მასშტაბით სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics