|
2018-01-10 18:30:43, 2336 ნახვა
მსოფლიო
„მე მათ პოლიტოლოგიის სრული კურსი ჩავუტარე“ - სააკაშვილის დაკითხვა 16 იანვარს გაგრძელდება
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში მორიგ დაკითხვაზე 16 იანვარს დაიბარეს, - ამის შესახებ ოდესის ყოფილი გუბერანტორის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. "შემდეგი დაკითხვა 16 იანვარს უნდა არის ჩანიშნული, თუმცა ეს თარიღი შესაძლოა შეიცვალოს", - განაცხადა ჩერნოლუცკიმ. მისივე თქმით, დღევანდელი დაკითხვა თითქმის 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დაკითხვის შემდეგ მედიასთან კომენტარი თავად მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა: "მეკითხებოდნენ რაღაცეებს, ხოლო მე განნმარტებებს ვიძლეოდი - რას ნიშნავს მშვიდობიანი აქცია, როგორ მზადდება ასეთი ტიპის აქციები, როგორ მოვიდნენ ადამიანები აქციებზე და ასე შემდეგ. მე მათ პოლიტოლოგიის სრული კურსი ჩავუტარე. ყველა კითხვა წმინდა პოლიტიკური შინაარსის იყო. აქ საერთოდ არაა საუბარი კრიმინალზე, აქ საუბარია პოლიტიკაზე", - განაცხადა სააკაშვილმა.
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)