21:14 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-10 11:13:32, 2059 ნახვა

მსოფლიო
სამხრეთ კორეის ლიდერი მზადაა, კიმ ჩენ ინს წინასწარ განსაზღვრული პირობებით შეხვდეს

სამხრეთ კორეის ლიდერმა მუნ ჩე ინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის მზადაა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს წინასწარ განსაზღვრული პირობებით შეხვდეს.

მისი თქმით, ამგვარი შეხვედრა მხოლოდ იმ პირობით შედგება, თუ ეს ფხენიანის ბირთვული პროგრამის პრობლემის გადაწყვეტას ხელს შეუწყობს.

„მზად ვარ მაღალ დონეზე შეხვედრა გავმართო თუ ეს ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის პრობლემის გადაწყვეტას და ასევე ორ კორეას შორის ურთიერთობების აღდგენას“, - განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.

მინისტრების დონეზე ჩრდილოეთ კორეამ და სამხრეთ კორეამ მოლაპარაკებები გუშინ გამართეს.  შეხვედრის მთავარი საკითხი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობა და ორმხრივი ურთიერთობის სტატუსი იყო.  

მოლაპარაკებების დროს გადაწყდა, რომ ოლიმპიადის მიმდინარეობისას ინციდენტების თავიდან არიდების მიზნით ფხენიანსა და სეულს შორის სამხედრო ცხელი ხაზი ამოქმედდება.

 მოლაპარაკებების შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ ოლიმპიადის მიმდინარეობისას სამხრეთ კორეა მზად არის ჩრდილოეთ კორეასთვის დაწესებული სანქციები შეამსუბუქოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics