21:17 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-09 11:28:30, 2090 ნახვა

მსოფლიო
H&M-ი რასიზმში დაადანაშაულეს

შვედური კომპანია H&M-ი რასიზმში დაადანაშაულეს.

ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

ბრალდების  მიზეზი საბავშვო კოლექციის რეკლამა გახდა, რომელშიც სვიტერი, წარწერით "ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში" ფერადკანიან ბავშვს აცვია.

ფოტო H&M-ის ვებგვერდის ბრიტანულ ვერსიაზე გამოქვეყნდა. ამ ფაქტის გამო სოციალური ქსელის მომხმარებლები ცნობილი ბრენდისთვის ბოიკოტის გამოცხადების მოწოდებით გამოვიდნენ.

პროტესტის შემდეგ, კომპანიამ რეკლამა წაშალა და ბრენდის წარმომადგენლმა მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.

„ჩვენ გულწრფელად ბოდიშს ვუხდით ხალხს ამ ინციდენტის გამო, ჩვენ გვჯერა მრავალფეროვნების და აუცილებლად გადავხედავთ შიდა პოლიტიკას რათა მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს“, - განაცხადა ბრენდის წარმომადგენელმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics