19:50 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-04 19:41:25, 2583 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანული მედია: ტრამპს პრეზიდენტობა არ სურდა - მისი მიზანი პოპულარობა იყო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს თეთრი სახლის ლიდერის პოსტის დაკავება არ უნდოდა, - ამის შესახებ ბრიტანული პრესა ჟურნალისტის მაიკლ უოლფის წიგნზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემა Times-ი წიგნის ამონარიდს ავრცელებს: "არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე, რესპუბლიკელ კანდიდატს გამარჯვების არც სჯეროდა და უფრო მეტიც, თვლიდა, რომ პრეზიდენტის პოსტი არ უნდა დაიკავოს".

წიგნში ასევე წერია, რომ "წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი სიმშვიდეს ინარჩუნებდა. მისი მიზანი არ იყო გამარჯვება. მოქმედ პრეზიდენტს პოპულარობა სურდა. ის მიიჩნევდა, რომ შექმნიდა ახალ ბრენდს და ამით ძალაუფლებასა და ცნობადობას მოიპოვებდა. არჩევნებში მისი წაგება ყველასთვის ხელსაყრელი იქნებოდა. ტრამპის გარემოცვაში მყოფები ცნობილები გახდებოდნენ და პარალელურად რესპუბლიკელი კანდიდატი დემოკრატი კანდიდატისგან დაბეჩავებულის იმიჯს მოირგებდა და ხალხში ამით მოწონებას დაიმსახურებდა", - წერს წიგნის ავტორი.

ჟურნალისტი ამბობს, რომ "ტრამპის სახე ნელ-ნელა იცვლებოდა, როდესაც წინასწარი შედეგები გახდა ცნობილი. წყნარი და გაწონასწორბული ტრამპი შეშლიად იქცა. მელანია ტიროდა და ეს არ იყო სიხარულის ცრემლები. ასეთი იყო ტრამპი თავიდან, მოგვიანებით კი, თვითონაც დაიჯერა, რომ პრეზიდენტობას იმსახურებდა".





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics