|
2017-12-12 19:08:15, 2466 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო ტენდერიდან შპს „სიტროენ ჯორჯიას“ დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რეანომობილების შესყიდვის მიზნით ჩატარებული ტენდერიდან შპს „სიტროენ ჯორჯიას“ დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, აღმოჩნდა რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბუთებსა და სამინისტროს მიერ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს შორის მრავალი შეუსაბამობა იყო. „2017 წლის 7 აპრილს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე) 10 ერთეული რეანომობილის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. ტენდერის გამოცხადებამდე, სამინისტრომ ჩაატარა ბაზრის კვლევა. წინადადებები დაეგზავნა საქართველოში არსებულ ყველა მსხვილ დილერს, შედგა საინფორმაციო შეხვედრები პოტენციურ მიმწოდებლებთან და მხოლოდ ამ პროცედურების შემდეგ შედგა სატენდერო მოთხოვნები, რომელშიც გათვალისწინებული იყო ჯანსაღი კონკურენციის პირობები, რაც გულისხმობს, რომ ტენდერში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონოდა არა ერთ რომელიმე, არამედ რამდენიმე კომპანიას. ტენდერში მონაწილეობა 4-მა კომპანიამ მიიღო. შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, აღმოჩნდა რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბუთებსა და სამინისტროს მიერ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს შორის მრავალი შეუსაბამობა იყო. შპს „სიტროენ ჯორჯიას“ კონტრაქტორ კომპანია „ავტოსპეცპრომს“ არ ჰქონდა წარმოების 5 წლიანი გამოცდილება; შეუსაბამობები იყო ტექნიკურ მახასიათებლებში, ვადაგასული იყო კომპანიის მიერ წარმოდგენილი ხარისხის სერტიფიკატიც. სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, პრეტენდენტის დისკვალიფიკაციისათვის საკმარისია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებსა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს შორის თუნდაც ერთი შეუსაბამობა“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
(NS)
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)