2017-12-12 11:43:39, 2186 ნახვა
საზოგადოება
„ენერგო პრო ჯორჯია“: შესასყიდი ელექტროენერგიის საფასური გაგვეზარდა და შესაძლოა, ეს აისახოს ტარიფში
“ჩვენ გაგვეზარდა შესასყიდი ელექტროენერგიის საფასური, შესაძლოა საუბარი იყოს იმაზე, რომ ეს აისახოს ტარიფში”,-ამის შესახებ „ენერგო პრომჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ავთო დვალიშვილმა განაცხადა.
„ თქვენ იცით, რომ ჩვენ ვყიდულობთ ელექტროენერგიას, რომ შემდეგ აბონენტამდე მივიტანოთ. სწორედ ეს შესასყიდი ელექტროენერგიის ფასი გაიზარდა და შესაძლოა, საუბარი იყოს იმაზე, რომ ეს აისახოს ტარიფში, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, სემეკის დასათვლელი და გადასაწყვეტია. იქ არსებობს სხვა კომპონენტები, რომელიც შეიძლება, დაბალანსდეს. ეს განპირობებულია კურსის მერყეობის გამო“,-აღნიშნა ავთო დვალიშვილმა.
ავტორი: ,