2017-12-11 14:18:13, 2226 ნახვა
საზოგადოება
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული გახდა
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული გახდა. მან ხმათა 80 პროცენტი მოაგროვა.
რაც შეეხება მეორე კანდიდატ შიო ხეცურიანს, მან არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
გურასპაული კალათბურთის ფედერაციას 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს.
ცნობისთვის, დღემდე ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს მიხეილ გაბრიჩიძე იკავებდა.
ავტორი: ,