2017-12-11 12:34:11, 1901 ნახვა
საზოგადოება
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა კანდიდატურა მოხსნა
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
აღნიშნულის შესახებ ხეცურიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
„დღესაც კი არ ვიცით დელეგატების სია თუ ვინ იქნება არჩევნების დროს. მთელი გულით და მონდომებით ვცდილობდით პროგრესისკენ წავსულიყავით. გვინდოდა პროგრესისკენ წასულიყო საკალათბურთო გარემო, სამწუხაროდ პირადი ინტერესების დამარცხება ვერ მოვახერხეთ. ვიღაცეების პირადი ინტერესები უფრო მაღლა დადგა, ვიდრე კალათბურთის განვითარება. შესაბამისად მე ჩემს გუნდთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება არ მივიღო ამ არჩვენებში მონაწილეობა და შესაბამისად ჩემი კანდიდატურა მოხსნილი იქნება ამ არჩევნებიდან“, - განაცხადა ხეცურიანმა.
ავტორი: ,