09:49 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 12:03:57, 1763 ნახვა

საზოგადოება
რეფორმები და გაერო-ს განვითარების გეგმა - ბარამიძემ კონგრესის მონაწილეებს ქართული გამოცდილება გაუზიარა

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე დიუსელდორფში გამართული კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა, სადაც გაერო-ს მდგრადი განვითარების გეგმის იმპლემენტაციაზე იმსჯელეს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე ბარამიძემ პლენარულ სხდომაზე „მდგრადობის ათწლედი“ დამსწრეებს გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ დონეზე განხორციელებასა და ამ პროცესში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს როლთან დაკავშირებით გამოცდილება გაუზიარა.

მდგრადი განვითარების არქიტექტონიკა საქართველოში, სამართლის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა ევროპული დემოკრატიის მშენებლობისათვის, საქართველოს ხელისუფლების გეგმები ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ამოცანების მდგრადი განვითარების ეროვნულ სტრატეგიაში ინტეგრირების კუთხით, რეგულირების ზეგავლენის შეფასების ინსტიტუციონალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები − ეს ის თემებია, რომელთა შესახებაც ალექსანდრე ბარამიძემ თავის გამოსვლაში გაამახვილა ყურადღება.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გერმანიის ხელისუფლებასა და ხალხს იმ თანადგომისა და მხარდაჭერისათვის, რომელსაც საქართველო ამ ქვეყნისგან იღებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მდგრადი განვითარების მიზნების რეალიზაციის სფეროში.

თავის გამოსვლაში მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ანტიკორუფციულ პოლიტიკასა და გამჭვირვალე მმართველობის სისტემის ფორმირებისათვის გატარებულ რეფორმებზე, რომლებმაც საქართველოს საერთაშორისო აღიარება მოუტანა და რომელთა შედეგად საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

დიუსელდორფში გამართულ კონგრესში მონაწილეობდნენ გერმანიის მაღალი დონის პოლიტიკური და სამთავრობო წრეების წარმომადგენლები, ექსპერტები აკადემიური წრეებიდან, კერძო სექტორიდან, მედიიდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან, აგრეთვე, სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics