2017-12-11 10:51:24, 2253 ნახვა
საზოგადოება
ევროპაში ყველაზე დაბალი ხელფასით საქართველო მეხუთე ადგილზეა
ევროპაში ყველაზე დაბალი ხელფასით საქართველო მეხუთე ადგილზეა.
კვლევის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 293 ევროა.
ანალიტიკურმა ცენტრმა Texty.org.ua გამოთვალა, რამდენს იღებს დასაქმებული ადამიანი ევროპულ ქვეყნებში გადასახადების გადახდის შემდეგ.
გაირკვა, რომ უკრაინაში ყველაზე დაბალი ხელფასებია. საშუალო ანაზღაურება დაბეგვრის შემდეგ 190 ევროა. მეორე ადგილზე მოლდოვაა, სადაც საშუალო ხელფასი 216 ევროა, აზერბაიჯანში კი 232. ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქვეყნების სამეულია: შვეიცარია-4421 ევრო, ისლანდია-3440 ევრო და ნორვეგია-3405 ევრო.
ავტორი: ,