09:49 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 10:22:07, 1569 ნახვა

საზოგადოება
გიორგი გახარია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერგნეთის საგუშაგოს ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პირველ მოადგილესთან კახაბერ საბანაძესთან და მოადგილესთან მერაბ მალანიასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერგნეთის საგუშაგოს,  ეწვია.

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი გახარია საგუშაგოზე მომსახურე შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა და მათი ყოველდღიური საქმიანობის შესახებ გაესაუბრა.

უწყების ცნობით, მინისტრმა ერგნეთის საგუშაგო დაათვალიერა და  ადგილობრივ მოსამსახურეთა სამუშაო და საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.

გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს კარალეთის ბაზაც მოინახულა. შინაგან საქმეთა მინისტრს ბაზის ტერიტორიაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელები დახვდნენ.

 გიორგი გახარიამ შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო დაათვალიერა და პირად შემადგენლობას შეხვდა.

ბოლო პერიოდში ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებებისა და მიმდინარე რეფორმირების ფარგლებში, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში თანამშრომელთა უნიფორმის, ტექნიკისა და აღჭურვილობის რებრენდინგი განხორციელდა.

საოკუპაციო ხაზთან განლაგებულ განსაკუთრებულ დავალებათა საპოლიციო ძალებს მკვეთრად გამოხატული საპოლიციო ნიშნები გააჩნიათ, ასევე, შეკეთდა საგუშაგოები და კეთილმოეწყო ადგილობრივ მოსამსახურეთა საცხოვრებელი შენობები.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics