2017-10-12 20:42:06, 2502 ნახვა
მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ ყირიმი რუსეთის ტერიტორიად აღიარა
ჩრდილოეთ კორეამ ანექსირებული ყირიმი რუსეთის ტერიტორიად აღიარა, - ამ შესახებ ინფორმაციას ფხენიანში რუსეთის საელჩო ავრცელებს.
როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, რომ მათ შესაბამისი განმარტება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში მისცეს.
„ჩრდილოეთ კორეა პატივს სცემს ყირიმში გამართულ რეფერნედუმის შედეგებს, მას ლეგიტიმურს უწოდებს და მიიჩნევს, რომ რეფერნდუმი აბსოლუტურად პასუხობდა საერთაშორისო სამართლის ნორმებს", - აღნიშნულია რუსეთის საელჩოს განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ფხენიანს ანალოგიური პოზიცია აქვს კურილიის ნახევარკუნძულთან დაკავშირებითაც.
გარდა ამისა, ფხენიანმა მსოფლიო რუკა გამოსცა, სადაც ყირიმი რუსეთის შემადგენლობაშია.
ავტორი: ,