|
2026-04-24 14:26:33, 302 ნახვა
პოლიტიკა
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა მიიღო. მზია ამაღლობელი დავობდა, რომ ირაკლი კობახიძემ მის შესახებ ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთა.
ეს მეორე საქმეა ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ, რომლის განხილვაზეც სასამართლომ უარი თქვა. პირველი საქმე 2025 წლის 24 ნოემბერს მოსამართლე დავით აკობაძის გადაწყვეტილებით შეწყდა. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლიანა კაჟაშვილი განიხილავდა ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის, სარჩელს ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ ცილისმწამებლური განცხადებებისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის გამო. სასამართლოზე სიტყვით გამოვიდა თავად მზია ამაღლობელიც და თქვა: "ბედის ირონია მგონია ამ მოცემულობაში ყოფნა და რას ვგულისხმობ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, დღეს სასამართლომ უნდა იმსჯელოს საქმის დასაშვებობაზე. მოკლედ ამ დავის საგანი ერთ სიტყვაში არის ცილისწამება. სასამართლომ უნდა იმსჯელოს სიტყვისა და გამოხატვის კანონიდან გამომდინარე. დავის ავტორი მე ვარ. ადამიანი, რომელიც მიუკერძოებელ მედიას წარმოადგენდა, რომლისთვისაც ყველაზე ღირებული და ფასეული რამ არის გამოხატვის თავისუფლება და მთელი ჩემი ცნობიერი ცხოვრება საჯარო დებატებისა და დისკუსიების გაძლიერებაზე ვმუშაობდი. მოპასუხე მხარე არის ირაკლი კობახიძე, რომელიც პრემიერის სტატუსით სარგებლობს და მან, თავისი ძალაუფლების პირობებში, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება რეპრესიებს დაუქვემდებარა. საქმეში მოცემული სადავო განცხადებები მხოლოდ შეფასებითი რომ იყოს და ამას არ ვხედავდე როგორც განზრახ მცდარი ფაქტის გავრცელებას, მერწმუნეთ, მორალურად და ემოციურად ეს განცხადებები რამდენად მიუღებელი, პროვოკაციული და შოკისმომგვრელი არ უნდა ყოფილიყო, არ მივანიჭებდი იმდენ მნიშვნელობას, რომ სასამართლოში მედავა. რატომ მოვიდა ეს საქმე სასამართლომდე: ერთი განცხადებიდან ამონარიდს წავიკითხავ, კობახიძისა: „ფაქტი იყო ასეთი, თქვენ გახსოვთ ჯერ იყო პირველი ინციდენტი, სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს ეს ადამიანი.“ აღარ გავაგრძელებ და არც სხვა განცხადებებზე გავამახვილებ ყურადღებას. ფაქტი ბუნებაში ასეთი არ ყოფილა. ძალიან მინდა მოვისმინო მსჯელობა, კითხვა მაინც დაისვას სასამართლოში, როდესაც ბატონი კობახიძე ამ განცხადებებს აკეთებდა, ეს იყო გააზრებული თუ დაუდევრობა იყო? გადაამოწმა? ა ძალისხმევა გაიღო ამისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო არ შეწყვეტს ამ საქმეს. ეს იყო მცდარი ფაქტების გავრცელება. დაადგინოს სასამართლომ, ეს იყო მიზანმიმართული თუ დაუდევრობის შედეგი. ძალაუფლების დემონსტრირებაა თუ სასამართლოს უპატივცემულობა, რომ აქ [დარბაზში] მოპასუხეს ვერ ვხედავ?", - თქვა მან.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)