2017-10-12 16:03:41, 2056 ნახვა
მსოფლიო
ვიეტნამში წყალდიდობის შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა
ვიეტნამში წყალდიდობის შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ VnExpress იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 22 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
მედიის ცნობით, პროვინცია ხოაბინში 7 სახლი მეწყერის ჩამოწოლის შედეგად მთლიანად განადგურდა. ნანგრევების ქვეშ 18 ადამიანი მოჰყვა, თუმცა მაშველებმა მხოლოდ 3 პირის გადარჩენა შეძლეს.
როგორც სააგენტო წერს, პროვინციაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. 5 ათასზე მეტმა ადამიანმა საკუთარი საცხოვრებელი ადგილი უკვე დატოვა.
ცნობისთვის, შარშან ტროპიკული შტორმის და წყალდიდობის გამო ვიეტნამში 264 ადამიანი დაიღუპა. ზარალმა 1.75 მილიარდი შეადგინა.
ავტორი: ,