16:30 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-01 10:12:37, 462 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილმა სპორტის მინისტრად ტარიელ ხეჩიკაშვილი დაასახელა

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპორტისა და ახლაგაზრდობის მინისტრად ტარიელ ხეჩიკაშვილი დაასახელა.

ხეჩიკაშვილმა ლევან ყიფიანი შეცვალა, რომელმაც პრემიერ-მინისტრის გადადგომის თხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა. ყიფიანი მეშვიდე იყო ვინც მინისტრთა კაბინეტი დატოვა, შესაბამისად მთავრობას პარლამენტისგან ხელახალი ნდობის გამოცხადება დასჭირდა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ტარიელ ხეჩიკაშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ ქართული სპორტის გაძლიერებას ხელი შეუწყოს.

„რაც შეეხება სპროტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, მინისტრის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილს. ბატონი ტარიელი გახლავთ პროფესიით სამართალმცოდნე. დღემდე იყო ერთ-ერთი უმსხვილესი და ძალიან წარმატებული საავტომობილო ჰოლდინგის, იბერია ბიზნესჯგუფის პრეზიდენტი, დამფუძნებელი. მისი ბიოგრაფიის დიდი ნაწილი სოწრედ სპორტულ სამყაროს უკავშირდებოდა. სწორედ მისი თაოსნობით შეიქმნა სპორტული მუზეუმის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში. სწორედ მან აღადგინა ეს მუზემუმი, განადგურების პირას მყოფი ექსპონატები და ბატონი ტარიელი წლების განმავლობაში იყო ქართული სპორტის ქომაგი. მას ძალიან დიდი ქველმოქმედება აქვს გაწეული სპორტის მიმართულებით.  იგი არის ძლიერი მენეჯერი და ფეხბურთის განვითარების სამთვარობო კომისიის წევრიც. ამავე დროს 7 შვილის მამა. ვუსურვებ წარმატებებს და მჯერა, რომ იგი ყველაფერს გააკეთებს, რომ ქართული სპორტის გაძლიერებას და ახალგაზრდობის მაქსიმალურ მხარდაჭერას შეუწყოს ხელი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?
სუს-მა ბათუმში ტერორისტული ორგანიზაციის ორი წევრი დააკავა
კალაძე ცოტნე ივანიშვილის მოწოდების მიუხედავად ოპონენტებს მოღალატეებს ეძახის
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics