13:05 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-25 15:06:14, 462 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: წყალტუბო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ კურორტად უნდა გარდავქმნათ

„იმერეთის რეგიონში გამორჩეულად პერსპექტიულია წყალტუბოს პოტენციალი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ წყალტუბოს სპა- კურორტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ კურორტად გარდავქმნათ“, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის - "ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„დღეს წყალტუბოში ვიყავით და  მიმდინარე სამუშაოები დავათვალიერეთ. კურორტზე 38 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვახორციელებთ, ეს არის პარკის მოწესრიგება, ვაკეთებთ  ტბას და უნიკალური კურორტი გამოდის. წყალტუბოს რესურსი სრულიად გამოუყენებელია. იმერეთის რეგიონში გამორჩეულად პერსპექტიულია წყალტუბოს პოტენციალი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს რესურსი  მაქსიმალურად იყოს ათვისებული, რომ წყალტუბოს სპა-კურორტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ კურორტად გარდავქმნათ, ვინაიდან ამის ბუნებრივი რესურსები გვაქვს",  - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საპარტნიორო ფონდმა მთავრობის დავალებით წყალტუბოს განვითარების გეგმა უკვე შეიმუშავა. პრემიერმა ბიზნესმენებს წყალტუბოთი დაინტერესებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ კურორტის განვითარებით ბევრი უცხოური კომპანიაა დაინტერესებული, მათ შორის  ფრანგული „Vichy“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics