09:49 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 14:02:59, 511 ნახვა

პოლიტიკა
აბაშიძის შეფასებით, საქართველო-ბელარუსს შორის თანამშრომლობის ხელისშემშლელი ფაქტორები არ არსებობს

პრემიერ-მინისტრის სპეციალური  წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში  ზურაბ აბაშიძის შეფასებით, მიუხედავად საქართველოსა და ბელარუსის განსხვავებული პოზიციებისა, ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის ხელისშემშლელი ფაქტორები  არ არსებობს.

ამის შესახებ აბაშიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის გარკვეული პოლიტიკური სირთულეებია, სავაჭრო ეკონომიკური-ურთიერთობის თვალსაზრისით სამართლებრივი სირთულეები არ არსებობს.

„ის, რომ ჩვენ ევროკავშირთან  ასოცირებული ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული ბელარუსს კი სხვა პრიორიტეტები აქვს არჩეული ეს ხელს არ უშლის, რომ ჩვენ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვქონდეს. ამის მაგალითებიც გვაქვს ჩვენ.  სხვა ქვეყნებთანაც  ვთანამშრომლობთ, როგორიც  არის სომხეთი.  რუსეთთან ჩვენ სავაჭრო ეკონომიკური თვალსაზრისით რაიმე სამართლებრივ სირთულეებს ვერ ვხედავთ, მათთან სხვა სირთულეებია, რომელიც პოლიტიკასთან არის დაკავშირებული“,-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მან ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ  ლუკაშენკოს საქართველოში  ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის უკეთესი იქნება რაც მეტი მეგობარი, მხარდამჭერი ეყოლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics