11:54 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-25 11:21:40, 2383 ნახვა

სამართალი
სოსო ოხანაშვილი დაკითხვა 14:00 საათზე, „სკაიპის“ მეშვეობით იგეგმება

ე.წ. ციანიდის საქმის დღევანდელ სასამართლო პროცესზე პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი დაიკითხება.

პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, ბრალდების მხარემ არაერთხელ სცადა სოსო ოხანაშვილთან დაკავშირება, თუმცა როგორც პროკურორი ამბობს, მათ ოჯახის წევრებმა განუმარტეს, რომ ოხანაშვილი სასამართლოზე ჩვენების მიცემას არ აპირებდა.

„როგორ დაიყოლია დაცვის მხარემ სოსო ოხანაშვილი ჩვენების მიცემაზე, ამაზე კითხვები ჩვენც გვაქვს. გვაქვს შეფასებები, თუ რატომ მოხდა ეს, ვისი მოწმეა რეალურად სოსო ოხანაშვილი, ამას საზოგადოება თავად დაასკვნის“, - განაცხადა გუბელაძემ.

პროკურორის ინფორმაციით, სოსო ოხანაშვილის დაკითხვა „სკაიპის“ მეშვეობით 14:00 საათზე იგეგმება. ზვიად გუბელაძე ამბობს, რომ საქმეში არის მტკიცებულებები, თუ როგორ გეგმავდნენ სოსო ოხანაშვილი და გიორგი მამალაძე სასულიერო პირების მიმართ დისკრედიტაციული სტატიების მომზადებას.

„ამასთან დაკავშირებით გვექნება შეკითხვები. ასევე გვექნება შეკითხვები გერმანიაში ყოფნის პერიოდში რა და როგორ ხდებოდა“,- აღნიშნა გუბელაძემ.

როგორც ცნობილია, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხოლოდ ორი მოწმე დაიკითხება. მათი დაკითხვის შემდეგ კი, წერილობით მტკიცებულებების განხილვა დაიწყება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ზურაბიშვილი საპატრიარქოს - კიევის ლავრის დაბომბვის ფონზე დუმილი ქრისტიანულ ღირებულებებთან შეუთავსებელია
ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics