18:32 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-16 17:10:14, 2478 ნახვა

სამართალი
შსს-ს ლიტვის ეროვნული პოლიციის უფროსის მოადგილე ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ ფარგლებში, ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსის მოადგილე, რიმანტას ბობინასი ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის, გენერალური ინსპექციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებთან. რიმანტას ბობინასი მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

შეხვედრებზე მხარეებმა სამინისტროში ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები, მიღწევები და სამომავლო გეგმები განიხილეს. სტუმარმა ქართველ სამართალდამცველებს ლიტვის ეროვნული პოლიციის სისტემის შესახებ გამოცდილება გაუზიარა.

მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვენების პოლიციის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საქართველოსა და ლიტვის საპოლიციო უწყებებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრეს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ მიზანია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობის და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება, სამართალდაცვით სფეროში ევროპის გამოცდილების გაზიარება, პოლიციის საკითხებში სტანდარტიზაცია და ჰარმონიზაცია.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics