13:03 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 15:48:18, 382 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა ლატვიის პრემიერ-მინისტრთან სამუშაო სადილი გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ქართულმა დელეგაციამ ლატვიის პრემიერ-მინისტრთან ლაიმდოტა სტრაუიუმასთან შეხვედრისას ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის  ერთ-ერთი მთავარი თემა მაისში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტი იყო.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას, ასევე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობას. საქართველოს დელეგაციამ შეხვედრისას იმედი გამოთქვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე სათანადოდ იქნება შეფასებული საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს.  მხარეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებულ საფრთხეებზეც იმსჯელეს. გიორგი მარგველაშვილმა ლატვიის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა  საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა, და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის  მხარდაჭერისათვის.

ლატვიის პრემიერ-მინისტრთან სამუშაო სადილს საქართველოსა და ლატვიის დელეგაციების წევრებიც ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics