|
2017-05-03 18:01:46, 2266 ნახვა
ეკონომიკა
სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტს კიდევ ერთი ბენეფიციარი შეემატა
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ამოქმედებიდან მცირე დროში პროგრამას უკვე 23-ე ბენეფიციარი ჰყავს, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით სასტუმროს გაფართოებას შეძლებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მხარდაჭერით შპს „ელგი“ შეძლებს გააფართოვოს სასტუმრო სახელწოდებით „ალაზნის ველი“ - 31 ნომრიან სასტუმროს კიდევ 20 ოთახი დაემატება. მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ გაფართოების შემდგომ, სასტუმროში დამატებით გაიხსნება საცურაო აუზი, საკონფერენციო დარბაზი, ქართული მარანი ქვევრის ღვინით და სადეგუსტაციო დარბაზი. შპს „ელგი“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის დიდ ნაწილს, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ჯამური ინვესტიცია 800 000 ლარს შეადგენს, ხოლო სასტუმრო, რომლის გახსნა 2018 წლის ბოლოს იგეგმება, პირველ ეტაპზე 45 ადამიანს დაასაქმებს. სასტუმროს მშენებლობა თელავში, ალაზნის გამზირზე, #75-ში მიმდინარეობს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)