2017-04-25 13:04:37, 1521 ნახვა
საზოგადოება
დაუსრულებელი მშენებლობისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები 2 წლით გახანგრძლივდება
დაუსრულებელი მშენებლობისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები 2 წლით გახანგრძლივდება. შესაბამისი ცვლილება საგადასახადო კოდექსში შედის. ცვლილებათა პაკეტს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.
„ცვლილებები ეხება სამშენებლო სექტორსაც და 2 წლით გახანგრძლივდება დაუსრულებელი მშენებლობისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები, დღეისათვის, 2017 წლის ბოლომდე, 65 მილიონი დოლარის ინვესტიციის მშენებლობის დასრულება იგეგმება და ეს შეღავათები ხელს შეუწყობს დაუსრულებელი მშენებლობების განახლებას და დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილებას”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან