2017-04-24 14:58:26, 1574 ნახვა
საზოგადოება
გაზაფხულის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, გაზაფხულის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ადგილზე გაეცნენ.
მერიის ცნობით, გაზაფხულის ქუჩაზე, 5000 კვადრატულ მეტრზე, ასფალტის ახალი საფარი დაიგება და ბორდიურები მოეწყობა.
გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე კაპიტალურად შეკეთდება 5 საცხოვრებელი კორპუსის შიდა ეზოც. ეზოებში, 2100 მეტრზე დაიგებას ასფალტის ახალი საფარი.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან