20:49 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 12:14:18, 1424 ნახვა

საზოგადოება
აგროსატყეო მიმართულებით თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ღრმავდება

საქართველო-თურქეთის ერთობლივი  სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, რომელიც ტყის სწრაფად მზარდი სახეობების საქართველოში შესწავლის, მოვლისა და გაშენების საკითხებს მოიცავს, თურქეთის მხარემ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას  ექსპერიმენტულ  ბაზას ვერხვის (Populus spp) 20 სხვადასხვა სახეობის  ახალი პერსპექტიული  ფორმა და  კლონი  გადასცა.  

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ხანგრძლივობა 1 წელი და 6 თვეა. ამ ხნის განმავლობაში ქართულ მხარეს 50-ზე მეტი ვერხვის კლონი გადაეცემა, რომლებსაც ქართველი სპეციალისტები დააკვირდებიან. საქართველოს კლიმატურ პირობებთან მორგებული ვარიანტების გავრცელება კი ფერმერულ მეურნეობებში მოხდება. 

ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის ვერხვისა და ტყის სწრაფად მზარდი სახეობების კვლევითი ინსტიტუტის  დირექტორი ერჯან ველიოღლუ და ინსტიტუტის დოქტორი სელდა აკგული სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს, ლევან უჯმაჯურიძეს და ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის  სპეციალისტებს შეხვდნენ და პროექტის დეტალებზე იმსჯელეს.

თურქმა მკვლევარებმა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების წილკნის და მრავალწლოვანი კულტურების ჯიღაურას ბაზები, ასევე სართიჭალის ეროვნული საშენი მეურნეობა დაათვალიერეს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთი აგროსატყეო მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა, სადაც ათზე მეტი სატყეო ინსტიტუტი ფუნქციონირებს. 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics