20:48 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-20 16:36:25, 1622 ნახვა

საზოგადოება
ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე განხილვები დაიწყო - პროკურატურა განაჩენის შეცვლას ითხოვს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ფოტოგრაფების საქმის განხილვა დაიწყო. 

მთავარმა პროკურატურა ფოტოგრაფების მმიმართ 6 წლის წინ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებელით შეცვლას ითხოვს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები და დადასტურდა, რომ 2011 წელს ფოტორეპორტიორების: გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათია გედენიძეების დაკავება ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით მოხდა. ამასთან, ფოტოგრაფებზე 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორება მოხდა. ამავე ინფორმაციას თავად ფოტოგრაფები აჟღეღებენ. 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ აღნიშნული საქმე 2016 წლის ივნისში გახსნა. სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე კონტრდაზვერვის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილია დაკავებული. ასევე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში სასჯელაღსრულების გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძეა მიცემული, რომელიც ამჟამად წითელი ცირკულარით იძებნება. 

ცნობისთვის, ფოტოგრაფები ამ წუთებში სააპელაციო სასამართლოში სხდომას ესწრებიან. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics