15:36 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 12:58:29, 1633 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი კავკასიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე  კავკასიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის დირექტორს მერსი ტემბონს შეხვდნენ.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სოზარ სუბარმა  მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის დირექტორს ის პროექტები გააცნო,  რომლებსაც სამინისტრო დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა დაგეგმილი რეფორმის პროექტის შესახებაც ისაუბრა.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა მინისტრს მათ მიერ  ჩატარებული მოწყვლადი ფენების,  მათ შორის დევნილების,  კვლევის  წინასწარი შედეგები წარუდგინეს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics