|
2017-04-10 14:28:33, 1574 ნახვა
საზოგადოება
ქრონიკული დაავადების მქონე 600 ათასამდე ადამიანი 30-მდე მედიკამენტს უფასოდ მიიღებს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ქრონიკული დაავედების მქონე სოციალურად დაუცველებისა და მარტოხელა პენსიონერებისთვის 30-მდე მედიკამენტის უფასოდ გადაცემას გულისხმობს, სავარაუდოდ, ზაფხულში ამოქმედდება. მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სამი მიმართულების - გულსისხლძარღვთა სისტემის, ენდოკრინოლოგიის ნაწილის და სასუნთქი სისტემის დაავადებებისათვის საჭირო მედიკამენტები დაფინანსდება. „მაგალითად პენსიონერი, რომელიც თვეში საშუალოდ 20-30 ლარის მედიკამენტების შეძენას საჭიროებდა, ახალი პროგრამის დანერგვის შემდეგ, აღნიშნული წამლების შეძენას სიმბოლური თანაგადახდით, მაქსიმუმ თვეში 1 ლარად შეძლებს. ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია-ეს იქნება სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც მიმდინარე წელს გავაფართოვებთ. ბიუჯეტს რაც შეეხება, ეს კონკურსის შემდეგ გახდება ცნობილი, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ეს იქნება 5 მილიონი ლარის ფარგლებში“, -აღნიშნა მინისტრმა. სერგეენკოს განმარტებით, ხარისხის კონტროლს უცხოური ლაბორატორიები განახორციელებენ, რადგან ამ ეტაპზე ამისათვის სპეციალურად აკრედიტირებული ლაბორატორია საქართველოში არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)