14:31 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 10:43:31, 1731 ნახვა

საზოგადოება
თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 1 მოქალაქე დაიღუპა, 5 კი დაშავდა

თურქეთის ქალაქ რიზეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც საქართველოს 1 მოქალაქე დაიღუპა, 5 კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედია საშუალების ცნობით, დაშავებულები ქალაქის საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან გადაყვანილი.

ავტოსაგზაო მიზეზებს ადგილობრივი სამართალდამცველები უკვე სწავლობენ. არსებული ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა, რის გამოც მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო სამსახურის მაშველები მუშაობდნენ. 

როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილი მოქალაქე საქართველოში უკვე გადმოასვენეს.

უწყების ინფორმაციით, დაშავებულები ტრაპზონში გენერალურმა კონსულმა ავთანდილ მიქაძემ უკვე მოინახულა და მათ სამედიცინო დახმარება უკვე გაუწიეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics