14:30 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-09 14:10:47, 1663 ნახვა

საზოგადოება
„სტუდენტები თვითმმართველობისთვის" ორგანიზებით ქვაბისხევში შეხვედრა გაიმართა

 „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ ორგანიზებით ქვაბისხევში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ქვაბისხევში ხიდის რეაბილიტაციის საკითხი განიხილეს, რომელიც ადგილობრივებს ყველაზე მეტად აწუხებთ.

 სოფლის საერთო კრებას ქვაბისხევში მცხოვრებლებთან ერთად ბორჯომის გამგებლის მოადგილე ანზორ სვანიძე და გამგებლის წარმომადგენელი ლაშა კევლიშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრის ორგანიზატორებმა სოფელში კვლევა ჩაატარეს და ხიდის პრობლემაც ადგილობრივების გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა.

სოფელში აირჩა საინიციატივო ჯგუფის 3 წევრი, რომლებიც დასახლებაში ხიდის რეაბილიტაციის მოთხოვნით ხელმოწერებს შეაგროვებენ და მუნიციპალიტეტში შეიტანენ.

 შეხვედრის დასასრულს ადგილობრივებმა კონკრეტული დაპირება მიიღეს, ადგილობრივი ხელისუფლება ხიდის რეაბილიტაციას წლის ბოლომდე დაპირდა.

 შეხვედრა პროექტის "სტუდენტები თვითმმართველობისთვის" ორგანიზებით ჩატარდა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics