|
2017-04-08 17:10:11, 1851 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ორი ახალი წევრი ჰყავს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ორი ახალი წევრი ჰყავს. მოსამართლეთა კონფერენციამ ხმათა უმრავლესობით გიორგი მიქაუტაძე და რევაზ ნადარაია აირჩია. მათ კონფერენციაზე დამსწრე 206 მოსამართლიდან 196-195 ხმა მიიღეს. ცნობისთვის, მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარეა, ხოლო ნადარაია ამავე სასამართლოს მოსამართლე. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ადგილი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც უფლებამოსილების შეწყვეტაზე საბჭოს პაატა სილაგაძემ მიმართა, ის უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გააგრძელებს მუშაობას. მეორე ყოფილი წევრი ილონა თოდუაა, რომელსაც მოსამართლეობის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, შესაბამისად, ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრად ვეღარ გააგრძელებდა მუშაობას.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)