|
2017-04-07 20:25:41, 1911 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს აკადემიაში ვიქტორ დოლიძემ საჯარო ლექცია ჩაატარა
7 აპრილს, ნატო-ს დღეებისა და შსს-ს აკადემიის პროექტის - „საჯარო ლექციები შსს-ს აკადემიის სტუდენტებისთვის“ ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ აკადემიის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს საჯარო ლექცია ჩაუტარა. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე. სახელმწიფო მინისტრმა სტუდენტებთან ნატოს მიზნებისა და ამოცანების, კავკასიაში ნატოს როლის, ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის შესახებ ისაუბრა. აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებაზე, სარგებლობის წესებსა და აღნიშნული პროცესის შედეგად გახსნილ ახალ შესაძლებლობებზე. საჯარო ლექცია აქტიური დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. ვიქტორ დოლიძემ სტუდენტების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა. ღონისძიებას, აკადემიის სტუდენტებთან ერთად შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. შსს-ს აკადემიაში სტუმრობისას სახელმწიფო მინისტრმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და პროფესორ-მასწავლებლებს გაესაუბრა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)