|
2017-04-07 12:54:37, 1595 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა დეპუტატებს ქართული წარმოების წახალისების მიზნით შექმნილი დაგროვების ბარათები დაურიგა
საქართველოს პრეზიდენტმა დეპუტატებს ქართული წარმოების წახალისების მიზნით შექმნილი დაგროვების ბარათები დაურიგა. დაგროვების ბარათი საპრეზიდენტო კამპანიის "მოითხოვე ქართული" პროექტის ფარგლებში შეიქმნა და ქართული პროდუქციის შეძენისას მასზე მომხმარებელს ბონუსქულები დაერიცხება. „ქვეყნისათვის გადამწყვეტია ეროვნული წარმოების მეტად სტიმულირება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩემს მიერ დაწყებული კამპანია "მოითხოვე ქართული", რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ეროვნული ვალუტის გაძლიერებას. ამ პროექტის ფარგლებაში, ეროვნული წარმოების პოპულარიზაციის პარალელურად, ჩვენ შევქმენით დაგროვების ბარათი, რომელზეც მომხმარებელს ქულები ქართული პროდუქციის შეძენისას დაერიცხება. ამ ბარათის პირველი მფლობელები დღეს თქვენ გახდებით - ასე, რომ მოგიწოდებთ "მოითხოვოთ ქართული"“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინაშე ყოველწიური მოხსენებით გამოსვლისას.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)