|
2017-04-05 13:46:20, 1709 ნახვა
საზოგადოება
საჩხერის სამედიცინო ცენტრში 8 აპრილს ქირურგიისა და ენდოკრინოლოგიის მიმართულებებით უფასო კონსულტაციები გაიმართება
8 აპრილს საჩხერის სამედიცინო ცენტრში მსურველებს უფასო კონსულტაციებზე მიიღებენ თბილისიდან მიწვეული ქირურგი, მედიცინის დოქტორი ბაკურ არაბული და საჩხერის სამედიცინო ცენტრის ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი დიანა გიორგაძე. ექიმ ბაკურ არაბულთან უფასო კონსულტაციების გავლა შეუძლიათ პაციენტებს, რომლებსაც ესაჭიროებათ მუცლის ღრუს ორგანოების ლაპარასკოპიული ოპერაციები - ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია, დიაფრაგმის საყლაპავის თიაქარის ოპერაცია. საჩხერის სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული პათოლოგიების გამოსავლენად პაციენტებს ასევე უფასოდ ჩაუტარდებათ მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა, საჭიროებისას - ღვიძლის ფუნქციურის სინჯები. საჩხერის სამედიცინო ცენტრის უფასო აქციის ფარგლებში პაციენტებს ეძლევათ საშუალება, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების გამოსავლენად, ულტრაბგერითი გამოკვლევა, ბიოფსია-ციტოლოგია, ჰორმონალური გამოკვლევა დ კომპიუტერული კვლევა ჩაიტარონ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)