|
2017-04-05 11:44:09, 1308 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სამუშაო ვიზიტით შვედი ექსპერტები იმყოფებიან
ექსპერტები ქართველ კოლეგებთან ერთად დამისამართების ახალ მოდელს და მის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობას, სოფლად არსებული გეოგრაფიული ობიექტების აღწერასა და დანომვრას, დოკუმენტაციის შედგენასა და სხვა საკითხებს განიხილავენ. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საჯარო რეესტრიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ამას გარდა, შვედი ექსპერტები საქართველოში ადმინისტრაციულ საზღვრებთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციასა და გამოწვევებს გაეცნობიან, ქართველ კოლეგებს შვედურ მოდელს გააცნობენ და მომავალ საქმიანობებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს მოამზადებენ. სამუშაო შეხვედრები გაიმართება მეტამონაცემების მართვაზე, სადაც NSDI-ის მეტამონაცემების პროფილთან, კატალოგთან, რედაქტორთან და გეოპორტალზე გამოქვეყნებასთან დაკავშირებული საკითხები იქნება განხილული. სამუშაო ვიზიტი პროექტის „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში" ფარგლებში ტარდება, რომელიც საჯარო რეესტრისა და შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოს (Lantmäteriet) მიერ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაო ვიზიტი 6 აპრილს დასრულდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)