13:35 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-05 11:11:00, 1628 ნახვა

საზოგადოება
„ხალხის პარტია“ ოპოზიციურ პარტიებს „მეორე არხის“ გადასარჩენად ერთობლივი ბრძოლის წარმოებას სთავაზობს

„ხალხის პარტია“ ოპოზიციურ პარტიებს „მეორე არხის“ გადასარჩენად ერთობლივი ბრძოლის წარმოებას სთავაზობს.

პარტიის თავჯდომარე, ალექსანდრე კობაიძე ოპოზიციურ პარტიებს ტელევიზიის დასაცავად საკუთარ ოფისში იწვევს.

“მივმართავ ოპოზიციურ პარტიებს დავდგეთ სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე და შევინარჩუნოთ “მეორე არხი”, ის ერთადერთი არხია სადაც პირდაპირი ტრანსლირება ხდება პარლამენტის სესიების, ასევე ერთერთი არხია, რომელიც ყველა პოლიტიკურ პარტიას თანაბრად გვაძლევს საშუალებას ჩვენი ხმა მივაწვდინოთ საზოგადოებას. ამისთვის თითოეულ თქვენგანს ვთავაზობ საკუთარ ოფისს, რათა ყველამ ერთად დავჯდეთ და ერთად დავგეგმოთ შესაბამისი ღონისძიებები.

თუ კი ჩვენ ამას არ გავაკეთებთ ჩვენ შეგვეზღუდება ჩვენს ამომრჩეველთან ურთიერთობის უფლება, ამიტომ გთავაზობთ გავერთიანდეთ ამ თემის ირგვლივ და არ მივცეთ ვასილ მაღლაფერიძეს შეგვიზღუდოს სიტყვის თავისუფლება. ჩვენ ეს ტელევიზია გვჭირდება ზუსტად ისე, როგორც თევზს წყალი”,- აცხადებს “ხალხის პარტიის” თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე.

მის: თბილისი, ჯავახიშვილის 73

პრესასთან საკონტაქტო პირი: თამარ ქათამაძე 557 019090





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics