10:31 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 14:08:15, 1494 ნახვა

საზოგადოება
„თბილისის ბაზრობების ასოციაცია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ბაზრობების ასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს დაუყონებლივ შეღავათიანი პირობებით ექვსი თვის ვადით სავაჭრო ადგილი დაუთმოს ყველა იმ გარემოვაჭრეს, რომელიც რეალიზაციის ობიექტზე მუდმივად იქნება დასაქმებული, - ამის შესახებ "თბილისის ბაზრობების ასოციაციის" მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ასოციაციისა და თბილისის მუნიციპალიტეტის შეთანხმება მოკლე ვადაში გაუქმდება, სიმართლეს არ შეესაბამება. 

„მოგახსენებთ, რომ თბილისის ბაზრობების გაერთიანებაში ჩვიდმეტი სრულუფლებიანი წევრია. ასოციაცია დედაქალაქის მასშტაბით არსებულ ყველა მსხვილ ბაზრობას მოიცავს. 

დედაქალაქის მუნიციპალიტეტთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად ბაზრობების ასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს დაუყონებლივ შეღავათიანი პირობებით ექვსი თვის ვადით სავაჭრო ადგილი დაუთმოს ყველა იმ გარემოვაჭრეს, რომელიც რეალიზაციის ობიექტზე მუდმივად იქნება დასაქმებული, გარდა ამისა ბაზრობების დირექცია დატვირთულ ობიექტზე ე.წ. ყოფილ გარემოვაჭრეებს ყველა პირობას შეუქმნის საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის. 

ვრცელდება ინფორმაცია თითქოს ასოციაციისა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტის შეთანხმება მოკლე ვადაში გაუქმდება, რაზეც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ რომ არ შეესაბამება სიმართლეს.

ე.წ. გარემოვაჭრეებისთვის შეთავაზებული რეალიზაციის ობიექტები მოიცავს შემდეგ ტერიტორიას: რკინიგზის სადგური და მისი მიმდებარე ტერიტორია, დინამო სტადიონის მიმდებარე ტერიტორია, მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორია, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორია, ისნის ბაზრობის ტერიტორია, სამგორის ბაზრობის ტერიტორია და სხვა.

თბილისის ბაზრობების ასოციაციას დაუყონებლივ შეუძლია სარეალიზაციოდ ფართი სამიათასამდე გარემოვაჭრეს დაუთმოს. ყველა დაინტერესებულ პირს უმორჩილესად ვთხოვთ, რეგისტრაციისთვის მიმართოს ბაზრობის დირექციას", - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics