|
2017-04-02 10:27:22, 1434 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია საქმიანი ვიზიტით დუბაიში გაემგზავრა
თბილისის მერი დავით ნარმანია საქმიანი ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა, სადაც დუბაის საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობას მიიღებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, კონფერენცია, რომელსაც საამიროების უდიდესი ქალაქი მე-7-ედ მასპინძლობს, წამყვანი გლობალური პლატფორმაა და მიზნად ისახავს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების ხელშეწყობას, საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე, ინვესტიციების მოზიდვის მდიდარი გამოცდილებისა და ამ კუთხით არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას. მათივე ცნობით, მაღალი რანგის საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში, დავით ნარმანია შეხვედრებს გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის (AIM) საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ასევე, კონფერენციის მონაწილე ჰოლდინგების ხელმძღვანელებთან და მათ თბილისის როგორც საინვესტიციო, ასევე, ტურისტულ პოტენციალს გააცნობს. თბილისის მერის განცხადებით, განხორციელებულმა რეფორმებმა და მიმზიდველმა ბიზნესგარემომ უფრო მეტი ინტერესი გააჩინა როგორც ქვეყნის, ისე დედაქალაქის საინვესტიციო პოტენციალისადმი. დავით ნარმანიას თქმით, ფორუმის ფარგლებში ინვესტორებს თბილისი ორ მნიშვნელოვან პროექტს წარუდგენს. ,,გამომდინარე იქიდან, რომ ფორუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ინტერესი თბილისის მიმართ საკმაოდ დიდია, ჩვენ წარვადგენთ ორ პროექტს, ესენია: თბილისის ზღვის განვითარების პროექტი და ქალაქში მრავალდონიანი ავტოსადგომების მშენებლობის პროექტი, რომლებთან დაკავშირებითაც წინასწარი მოლაპარაკებებიც არსებობს. ასე რომ, დარწმუნებულები ვართ, რომ პროექტები მოწონებას დაიმსახურებს და შესაბამისი საინვესტიციო ჯგუფები შემდეგ უკვე თბილისშიც ჩამოვლენ",- განაცხადა დავით ნარმანიამ. კონფერენციას მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან ბიზნეს დელეგაციები, მაღალი თანამდებობის პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ექსპერტები, პოლიტიკოსები და მეცნიერები ესწრებიან. თემატურ პანელებზე განხილული იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიები, მონაწილეები იმსჯელებენ, თუ რა როლი აქვს ინვესტიციებს ქვეყნის განვითარების გზაზე, ერთმანეთს გაუზიარებენ კონკურენტუნარიანობის გაზრდის შესაძლებლობებსა და ამ მიმართულებით არსებულ თანამედროვე პრაქტიკას. მე-7 ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის (AIM) მთავარი თემაა - „საერთაშორისო ინვესტიციები - გზა კონკურენტუნარიანობისა და განვითარებისკენ“. ყოველწლიური საინვესტიციო შეხვედრა (AIM) დუბაიში 2-დან 4 აპრილამდე გასტანს. (NS)
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)