10:31 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-01 19:14:09, 1737 ნახვა

საზოგადოება
დათა ქაჯაიამ TCR International-ის საკვალიფიკაციო გარბენზე პირველი ადგილი დაიკავა

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის - TCR International-ის 2017 წლის სეზონის წინასაჩემპიონატო საკვალიფიკაციო გარბენი გაიმართა.

აღნიშნული რბოლის შედეგების საფუძველზე, ავტომრბოლელები  სტარტის ხაზთან შესაბამისი რიგითობის მიხედვით დადგებიან.

საკვალიფიკაციო რბოლაში 12 ქვეყნის სახელით 16 ავტომრბოლელმა მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს სახელით, ქართველმა ავტომრბოლელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი Mia Force-ის წევრმა დათა ქაჯაიამ და სერბმა სპორტსმენმა დუშან ბორკოვჩმა იასპარეზეს.

დათა ქაჯაიამ, საკვალიფიკაციო გარბენში მიღებული შედეგების მიხედვით, სასტარტო ხაზთან პირველი ადგილი მოიპოვა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics