2017-03-29 18:43:59, 1795 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაიღუპა
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გორის ქუჩაზე მოხდა.
გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინაროებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატავიის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან