07:17 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-27 17:51:01, 1086 ნახვა

საზოგადოება
ჯანელიძე: უვიზო მიმოსვლის ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის

„საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადია და მას უდიდესი პოზიტიური შედეგები მოაქვს ყველა სფეროსთვის“,-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტრო და საზღვარგარეთ დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რათა მათ სრულად მიიღონ ის სარგებელი რასაც ევროპაში უვიზოდ მოგზაურობა გვთვაზობს. შესაბამისი ინფორმაციის მისაღებად თქვენ შეგიძლიათ 24 საათის განმავლობაში დარეკოთ ნომერზე 294 50 50 ან ეწვიოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და საკონსულოს ვებგვერდებს“,-განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, მთავრობას სრულად აქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უვიზო მიმოსვლის პირობებში შესაძლო დარღვევას შეიძლება მოჰყვეს. ამასთან, საქართველოს მთავრობას სრულად აქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების მხრიდან უვიზო მიმოსვლის პირობებში შესაძლო დარღვევას შეიძლება მოჰყვეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდოს, დაიცვას, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ვადები და პირობები. ჩვენ ვაგრძელებთ მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას, რომელიც ხელს შეუწყობს შესაძლო რისკებისა და პოტენციური საფრთხეების შემცირებას. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმდინარე ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, რომელიც მოიცავს საქართველოს მოქალაქეების მაქსიმალურ ინფორმირებულობას უვიზო მიმოსვლის შესახებ. ეს არის მთავრობის ინიციატივა და მე პირადად არაერთ შეხვედრას ვმართავ თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში მოქალაქეების ინფორმირების მიზნით. მაშ ასე კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ საერთო წარმატებას და მოგიწოდებთ კიდევ უფრო კარგად გავაცნოთ თავი და შევაყვაროთ საქართველო ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რადგან საქართველო ევროპული ცივილიზაციის ბუნებრივი ნაწილია“,-განაცხადა ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics