07:11 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-27 13:19:15, 1359 ნახვა

საზოგადოება
ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე სემინარი გაიხსნა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) ადამიანური რესურსების მართვის თემაზე სემინარი დაიწყო. ტრენინგი თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესმრულებელმა, დავით გუნაშვილმა გახსნა.

როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, დავით გუნაშვილმა ადამიანური რესურსების სწორი მართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა. სემინარში თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

სემინარის მიზანს თავდაცვის სფეროში ადამიანური რესურსების მართვის კუთხით, ცნობიერების ამაღლება, საჭირო უნარ-ჩვევების გაღრმავება და პრაქტიკულ საქმიანობაში მათი ეფექტიანი განხორციელება წარმოადგენს.

ოთხი დღის განმავლობაში, აშშ-ის უმაღლესი საზღვაო სკოლის ლექტორი, უილიამ ჰათჩი მსმენელებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს, ამერიკულ მოდელს გააცნობს და ყურადღებას იმ საკითხებზე გაამახვილებს, რაც ადამიანური რესურსების სისტემის მართვის პროცესში მნიშვნელოვანია. სემინარი თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებასა და დისკუსიების გამართვასაც ითვალისწინებს.

სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის განვითარება ნატო-საქართველოს ერთობლივი არსებითი პაკეტის ფარგლებში აღებული ვალდებულებაა. სკოლის ამოცანაა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერება, თავდაცვის სამინისტროსა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებისთვის პროფესიული განვითარების პროგრამების ორგანიზება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics